გარანტია და კონფედენციალურობა
გარანტია
www.shopzone.ge -ს მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ ნივთს გააჩნია
მწარმოებლის მიერ მოცემული ოფიციალური გარანტია რომელიც გულისხმობს
მის სრულ და აუცილებელ შემოწმებას, თუ არ გვაქვს საქმე მექანიკურ
დაზიანებასთან.
ნებისმიერი ნივთი, რომელსაც შეძენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში
აღმოაჩნდება ნებისმიერი სახის ქარხნული წუნი, ექვემდებარება ახლით შეცვლას
ან თანხის დაბრუნებას, ნივთის სრული ღირებულების მოცულობით. საგარანტიო
სიტუაციის წარმოშობისას, მომხმარებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით
მიიტანოს ნივთი კომპანიის ოფისში. შეკეთებული ან შეცვლილი ნივთის უკან
დაბრუნებას, აანაზღაურებს www.shopzone.ge.
ყველა ნივთს, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდ www.shopzone.ge-ზე, აქვს
ინდივიდუალური საგარანტიო მომსახურება, რომელიც მითითებულია
უშუალოდ პრუდუქტის ფანჯარაში და რომელსაც მიიღებთ თქვენს
პროდუქციასთან ერთად. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ, რათა გაუგებრობები
თავიდან ავიცილოთ მომავალში.
გახსოვდეთ:
- საგარანტიო ვადის ათვლა იწყება პრუდუქტის ჩაბარების დღიდან
- თუკი პროდუქციას აღენიშნება გარეგანი მოხმარების კვალი, დაშლილია
თვითნებურად, შეცვლილია სხვა პროდუქტით – არ დაბრუნდება. - არ ვრცელდება გარანტია აქსესუარებზე (აკუმულატორი, დამტენი,
ყურსასმენი და ა.შ)
კონფედენციალურობის პოლიტიკა
ვებ-გვერდ www.shopzone.ge-ზე საჭიროა გაეცნოთ ჩვენს კონფიდეციალურობის პოლიტიკას.
ეს შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე წვდომას, www.shopzone.ge-ს
საშუალებით. ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების
დაცვას. ეს კი თავისთავად გულისხმობს ინფორმაციას, რომელსაც
www.shopzone.ge მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის დროს, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტულია,
მოგაწოდოთ ინფორმაცია, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი
მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან
დაკავშირებით. გპირდებით რომ, არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს
საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით და ნებისმიერ დროს
მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების
დამუშავებასთან დაკავშირებით. მომხმარბელი პასუხისმგებლობას იღებს
ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელსაც ის ატვირთავს ან გაავრცელებს ვებ-გვერდ
www.shopzone.ge-ს გარშემო და ასევე, მომხმარებელი, რომელიც
www.shopzone.ge-ზე საკუთარი ნებით განათავსებს საკუთარ ინფორმაციას, ის
ავტომატურად ანიჭებს უფლებას საიტის ადმინისტრაციას გამოიყენოს
კლიენტის მონაცემები დასამუშავებლად და დასახარისხებლად(კანონის ფარგლებში).
ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ობიექტი(ტექსტები, დიზაინი, გრაფიკული
გამოსახულებები, ლოგოები, პროგრამები, ილუსტრაციები და ა.შ) წარმოადგენს
www.shopzone.ge-ს ინტელექტუალურ საკუთრებას.
მიუღებელია:
- მუქარა, სიტყვიერი შეურაცყოფა და დაპირისპირება სხვა მომხმარებლების
ან მესამე პირების მიმართ, ინფორმაცია, რომელიც ლახავს პირად ან
საზოგადოებრივ ინტერესებს, პროპაგანდას უწევს რელიგიურ, რასობრივ
და ეთნიკურ ზიზღს. - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არღვევს მოქალაქის უფლებებს.
- ნებისმიერი გზით, სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებზე წვდომის
მცდელობა. - ვებ გვერდ www.shopzone.ge -ზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება
ნებართვის გარეშე. (ჩამოტვირთვა, კოპირება, გაყიდვა, გავრცელება, გადაცემა,
ან ნებისმიერი სხვა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას)
ბოლო განახლების თარიღი: 01.08.2020